ანა ნაცვლიშვილი  მოზარდების მკვლელობის საქმეზე - სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამართლიანობის გზაზე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო საამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება.

როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, გუშინ, სააპელაციო სასამართლომ სამართლიანობის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ის აღნიშნულ საქმეში სარალიძისა და მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის წვლილზეც საუბრობს.

„გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამართლიანობის გზაზე - ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეზე გამოტანილი განაჩენი მაქვს მხედველობაში. ვულოცავ ბატონ ზაზას! მისი თავდადების და შეუვალობის წინაშე კვლავაც ქედს ვიხრი, რომ არა მისი უკომპრომისო ბრძოლა, ეს საქმეც ჩაიფარცხებოდა, როგორც არაერთი სხვა. ვულოცავ თავად სასამართლოს, რომ ეს შეძლო (ისევე, როგორც პირველ ინსტანციაში მოსამართლემ ძალიან გაბედული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო). ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სრულიად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო და ასეთი განაჩენები იყოს არა გამონაკლისი, არამედ უგამონაკლისო წესი (როცა ეს მოხდება, მაშინ პროკურატურაც ვეღარ გაბედავს თეთრი ძაფით შეკეროს საქმეები)! ვულოცავ საგამოძიებო კომისიას, რომლის წვლილიც უდიდესია სიმართლის გამოაშკარავებაში, მედიას, ვინც აქტიურად აშუქებდით ამ საქმეს, საზოგადოებას, ვინც გულშემატკივრობდით ამ პროცესს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვულოცავ მისი ინტერესების დამცველ იურისტებს - ადამიანის უფლებათა ცენტრს.

სამართლიანობისთვის ბრძოლის ამ დიდ ისტორიაში, ერთი „პატარა დეტალი“ მომხვდა თვალში და არ შემეძლო არ გამეზიარებინა: გუშინ, დავურეკე ნესტანს, მივულოცე და დამატებით გავცვალეთ აზრები განაჩენზე. მისი წვლილი ამ წარმატებაში ძალიან დიდია, ეს რომ ვუთხარი, იცით რა მიპასუხა? მადლობა ყველას, თქვენ, ვინც ამ საქმეზე ასე აქტიურობდით, ეს რომ არა, შედეგი არ დადგებოდაო, ძალიან თავმდაბლად ისაუბრა საკუთარ წვლილზე. იცით, ეს რას ნიშნავს ჩვენს ყოფით კულტურაში, სადაც ყველას მარტო ჩვენი თავი გვგონია ქვეყნის გადამრჩენი (ჩვენამდე რომ მზე არ ამოდიოდა, ან თუ ამოდიოდა, ისე ვერ ანათებდა) და სხვისი წვლილის აღიარება განსაკუთრებით ეძნელებათ ადამიანებს... აქაც გილოცავ, წარმატების ასე მიღება და განაწილება იშვიათი, ძალიან ღირსეული თვისებაა და არ შემეძლო ეს არ აღმენიშნა”, - წერს ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა