დავით მათიკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ბრალდებებზე - ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება ნიშნავს, რომ მათ კარგად იციან, ვის უჭერს მხარს მთაწმინდის მოსახლეობა

ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება ნიშნავს, რომ მათ კარგად იციან, ვის უჭერს მხარს მთაწმინდის მოსახლეობა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ევროპული საქართველოს" ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით, პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ბრალდება საარჩევნო გარემოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, რომ მოახდინოს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. ასეთ განცხადებებს ვისმენდით ყველა არჩევნებზე, მაგრამ როგორც წესი, ეს არ დასტურდებოდა. ისინი ცდილობენ არასწორი, გადამეტებული და გაფერადებული ინფორმაციებით მოატყუონ საზოგადოება. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ ღია და გამჭირვალე არჩევნები მთაწმინდაზე. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება ნიშნავს, რომ მათ კარგად იციან ვის უჭერს მხარს მთაწმინდის მოსახლეობა",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა