კახა კოჟორიძე - 7 წელია რაც ხელისუფლება შეიცვალა და პარლამენტს შეფასება არ მიუცია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარებისთვის

საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელი იურისტების მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც სასამართლო სისტემაში „კლანური" მმართველობის აღიარებას და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შეფასებას ითვალისწინებს.

როგორც იურისტმა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტთა ჯგუფს, რომელმაც აღნიშნული პროექტი შეიმუშავა, პარლამენტისგან პროექტის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ რეზოლუციას ექნება პოლიტიკურ- სამართლებრივი მნიშვნელობა, რადგანაც უნდა შედგეს საზოგადოებრივი კონსენსუსი იმაზე, რომ მართლმსაჯულებაში მიმდინარე საკითხები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის.

„რეზოლუცის პროექტს მხარს უჭერენ მართლმსაჯულების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, დამოუკიდებელი იურისტები. ამ რეზოლუციის მიზანი არის ის, რომ პარლამენტმა მისცეს შეფასება იმ მძიმე მდგომარეობას, რაც არსებობდა მართლმსაჯულების სისტემაში და დღესაც არსებობს. ამ შეფასების გარეშე, მომავალში სისტემური რეფორმების გატარება შეუძლებელი იქნება, რადგან თუ ვერ იაზრებ წარსულსა და აწმყოს, ვერ დაგეგმავ მომავალს. ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობის აღდგენა იყო მთავარი ლოზუნგი, რაც ხელისუფლება შეიცვალა 7 წელი გავიდა, არც წინა მოწვევის და არც ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტს შეფასება არ მიუცია იმისთვის თუ რა ხდებოდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში. ეს შეფასება უნდა გაკეთდეს",- განაცხადა კოჟორიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა