ვენესუელაში რუსი სამხედროების შემცირების თაობაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება

ვენესუელაში რუსი სამხედროების შემცირების თაობაზე ამერიკელებისა და რუსების მიერ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერით“ შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „რუსეთმა გვაცნობა, რომ გაიყვანა ვენესუელიდან თავისი ხალხის უმრავლესობა“. ტრამპს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად ვინ აცნობა მათ რუსი სამხედროების ვენესუელიდან გასვლის შესახებ და რამდენი იყვნენ ისინი მანამდე.

რუსეთმა კი მანამდე ვენესუელაში სამხედროების შემცირება უარყო.

„უოლ სტრიტ ჯორნელი“ წერდა, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტების რაოდენობა დაახლოებით 1000-დან რამდენიმე ათეულამდე შემცირდა. გაზეთის ცნობით, ისენი უმთავრესად იყვნენ „როსტეხის“ ტექნიკური სპეციალისტები, რომლებიც ვენესუელის მიერ ნაყიდ სამხედრო ტექნიკას არემონტებდნენ.

სამხედროების გამოყვანა უარყვეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვენესუელაში „როსტეხის“ სპეციალისტების გარდა იმყოფება 100-დან 300-მდე რუსი ოფიცერი. ისინი დეკემბერში და მარტში, მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ორი რეისით ჩაიყვანეს კარაკასში სხვა სამხედრო ტვირთთან ერთად, თუმცა მათი გამოყვანის თაობაზე არაფერია ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა