სოფელ ქვემო ალვანში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, თუშეთის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, თუშეთის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს.

ადგილობრივებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნურად დაგუბებული ტბა ნაწილობრივ მაინც დაცალონ, სხვა შემთხვევაში ისინი საკუთარი ძალებით აპირებენ მოქმედებას.

კახეთის გუბერნატორის მოადგილემ კი სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო ვერ დააკონკრეტა. თუმცა, გივი მეტრეველმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და პრობლემის დროულად მოგვარება მათ ინტერესებშია.

ამ დროისათვის თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ სავტომობილო გზაზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია.მიზეზი გზის 56- ე კილომეტრზე, ხელოვნურ ტბაში წყლის დონის მატება, რამაც სავალი ნაწილი დატბორა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება