დავით მათიკაშვილი - ოპოზიცია ცდილობდა, მოზარდების მკვლელობა გამოეყენებინა საკუთარი მიზნებისთვის, თუმცა ჩვენმა გუნდმა გამოიჩინა მტკიცე ნება, საქმე ობიექტურად გამოძიებულიყო

ოპოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით ცდილობდა, რომ ტრაგედია გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოიჩინა მტკიცე ნება, საქმე ობიექტურად ყოფილიყო გამოძიებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ მართლმსაჯულების აღსრულების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი, რათა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება ეწარმოებინა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მართლმსაჯულების აღსრულებისკენ გადაიდგა სერიოზული ნაბიჯი, რაც კალანდიას დაკავებით გამოიხატა. ოპოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით ცდილობდა, რომ ტრაგედია გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოიჩინა მტკიცე პოლიტიკური ნება, საქმე ობიექტურად ყოფილიყო გამოძიებული", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა დადგეს თუ არა საქმის გამომძიებელ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც კალანდიას მკვლელობაში მონაწილეობას გამორიცხავდნენ, მათიკაშვილი ასე პასუხობს: "ეს არის კომპლექსური საკითხი. საქმემ ჯერ კიდევ ერთი სასამართლო ინსტანცია უნდა გაიაროს. შესაბამისად, გამოძიების საბოლოოდ დასრულების შემდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვა საზოგადოებას აღარ დარჩება“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა