სოზარ სუბარი IDFI-ის კვლევაზე - გუბერნატორები მუშაობენ აქტიურად და ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი მანძილის გავლა უწევთ

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ გუბერნატორების მიერ 2 წლის განმავლობაში გაწეული საწვავის ხაჯები მაღალი არაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოზარ სუბარმა გუბერნატორების საწვავის ხარჯებზე IDFI-ის კვლევის შეფასებისას განუცხადა, თითოეულ გუბერნატორს დღის განმავლობაში მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და შესაბამისად მათ უწევთ არაერთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში ჩასვლა. სუბარი აღნიშნავს, რომ დღის განმავლობაში გუბერნატორების მიერ გაწეული ხარჯი საშუალოდ 25 ლიტრია. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, ყველა გუბერნატორს კვირაში ერთხელ დედაქალაქში ჩამოსვლა და მთავრობის სხდომაზე დასწრებაც უწევს, რაც მათ მიერ გავლილ მანძილს ზრდის.

„გუბერნატორები მუშაობენ ძალიან აქტიურად და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ გუბერნატორს უხდება ძალიან დიდი მანძილის გავლა. ზუგდიდიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რომ წავა უშგულში, მესტიაში ან მოივლის მთელს რეგიონს, ან რაჭის გუბერნატორი, რომელსაც მოუწევს ლენტეხში ან ცაგერში წასვლა, აღარაფერს ვამბობ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორზე, რომელსაც უხდება ისეთ ადგილებში წასვლა, როგორიცაა მუცო, არხოტი, უკანა ფშავი და ა.შ. ეს ძალიან დიდი მანძილებია. მათ დავალება აქვთ პირდაპირ მიცემული პრემიერ-მინისტრისგან, რომ ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდეთ მოსახლეობასთან. იგივე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოივლის ხოლმე მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ფაროსანასთან დაკავშირებით შეხვდეს მოსახლეობას, მისცეს განმარტებები და დაეხმაროს იმისთვის, რომ ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო აქტიური იყოს. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ყველა გუბერნატორი, პრემიერის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომას ესწრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჰქონდეთ უშუალო, ყოველდღიური კონტაქტი მინისტრებთან, მთავრობის სხდომაზე მთავრობის მეთაურთან უშუალოდ წარმოადგინონ რეგიონში არსებული პრობლემები და ადგილზე, მთავრობასთან ერთბლივად იმუშაონ მათი გადაწყვეტის გზებზე. შესაბამისად იგივე სამეგრელოს, რაჭის და გურიის გუბერნატორებს კვირაში ერთხელ 700-800 კილომეტრის დაფარვა უწევთ, რათა მთავრობის სხდომას დაესწრონ. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ისინი ძალიან აქტიურად და ეფექტურად მუშაობენ“, - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარის ინფორმაციით, რეკომენდაცია, რომელიც კვლევაშია მოცემული, რომ გუბერნატორების მანქანებზე მოხდეს ჩიპების დაყენება და კონტროლი გაიზარდოს შესრულებულია და არამხოლოდ გუბერნატორების, არამედ სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე არსებულ ყველა მანქანას გააჩნია ჩიპი და თითოეული ლიტრის ჩასხმა ხდება მკაცრი კონტროლის ქვეშ. რაც შეეხება მანქანების შეძენის პრობლემას, სოზარ სუბარი ამას სამხარეო ადმინისტრაციების მწირი ბიუჯეტით ხსნის. ამასთან, სუბარის განმარტებით, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ გუბერნიებს მანქანებს განკარგვის უფლებით ის მუნიციპალიტეტები გადასცემენ, რომლებსაც გაცილებით მეტი ბიუჯეტი აქვთ.

„მე გუბერნატორებს მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ ძალიან აქტიურად მუშაობა და ჰქონდეთ ყოველდღიური ურთიერთობა მოსახლეობასთან, მათ შორის სამხარეო ცენტრებიდან ყველაზე დაშორებულ უბნებში და სოფლებში. ეს იქნება მათი მუშაობის განმსაზღვრელი. ვინც ასე ვერ იმუშავებს, მას პირიქით მოეთხოვება პასუხი“, - განაცხადა სუბარმა.

2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ ჯამში 132 ათასი ლიტრის საწვავი დაიხარჯა, - ამის შესახებ IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაციამ გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზის შედეგად დაადგინა.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დედამიწას დაახლოებით სამჯერ შემოუარეს.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება