მიხეილ ბენიძე მიხეილ კალანდიას დაკავებაზე - ჩნდება კითხვები გამოძიების  გაჭიანურებასა და იმ პრობლემებზე, რის გამოც აქამდე ვერ მოხერხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება

ახლა ჩნდება კითხვები ამ ხნის განმავლობაში გამოძიების გაჭიანურებასთან და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რის გამოც აქამდე ვერ მოხერხდა გამოძიება და სავარაუდო დამნაშავის დაკავება, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ბენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მისასალმებელია ის, რომ პირი, ვის მიმართაც კითხვები ამდენი ხნის განმავლობაში ისმებოდა, დააკავეს, თუმცა აუცილებელია საზოგადოების სხვა კითხვებსაც გაეცეს პასუხი.

„თავისთავად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ ამ მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი მთავარი პირი, რომლის მიმართაც ამდენი ხნის განმავლობაში ისმოდა კითხვები, დააკავეს და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ცხადია, კარგია. აქვე ჩნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა. პირველ რიგში, მე მახსოვს, როდესაც თავის დროზე სწორედ ზაზა სარალიძის და ზოგადად, საზოგადოების პროტესტი იყო ამ საქმესთან და გამოძიების ხარვეზებთან დაკავშირებით, ჩვენ გვეუბნებოდნენ შსს-ს და პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები, რომ არავითარი პრობლემა და არავითარი ხარვეზი გამოძიებასთან დაკავშირებით არ იყო და ყველაფერი მიმდინარეობდა წესისამებრ. გამოდის, რომ დღეს პრაქტიკულად დადასტურდა ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში იყო საზოგადოებისა და თავად ზაზა სარალიძის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. შესაბამისად, ახლა ალბათ ჩნდება კითხვები, ამ ხნის განმავლობაში გამოძიების გაჭიანურებასთან და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რის გამოც აქამდე ვერ მოხერხდა გამოძიება და შესაბამისად, სავარაუდო დამნაშავის დაკავება. ვინ არის ამ თემაზე პასუხისმგებელი პირი - ამ ნაწილის გამოძიება ალბათ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული პირები პასუხისგებაში მიეცენ ან სამსახურობრივი რეაგირება არსებობდეს ამ თემაზე“, - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება უკვე შემდგომი სამართლებრივი პროცესი და რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება.

„პასუხის გაცემა კითხვებზე მნიშვნელოვანია, რადგან ესაც ერთგვარად ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას გამოაჩენს, თუ ისინი მზად არიან, რომ სრულყოფილად გამოიძონ ეს საქმე და მართლაც ხელი შეუწყონ სამართლიანობის განცდას, როგორც ზაზა სარალიძის შემთხვევაში, ასევე ზოგადად ქვეყანაში“, - განმარტავს მიხეილ ბენიძე.

ამასთან, მიხეილ ბენიძე „ქართულ ოცნებას“, ურჩევს, რომ გაითვალისწიინონ ის გარკვეული საკითხები, რაზეც საგამოძიებო კომისია მსჯელობდა.

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა