ნუკრი ქანთარია - ვუშვებ იმასაც, რომ თავიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარზე ვიღაცის მხრიდან ხელის დაფარების მცდელობის სურვილი იყო - არ შეიძლება საქართველოში ეს არ ყოფილიყო

არ გამოვრიცხავ და ვუშვებ იმასაც, რომ თავიდან ხორავას ქუჩის საქმეზე ვიღაცის მხრიდან ვიღაცაზე ხელის დაფარების მცდელობის სურვილი იყო - არ შეიძლება საქართველოში ეს არ ყოფილიყო, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, გამოძიება ახლა სწორი მიმართულებით მიდის და გამორიცხულია, ვინმემ რამეზე თვალი დახუჭოს.

“აბსოლუტურად ნათელია, რომ ბოლომდე მიდის მცდელობა, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარზე სიმართლე გაირკვეს. ვერავინ ვერ გაიფიქრებს: - მოდი, ვიღაცას ხელი დავაფაროთ! მე არ ვთვლი, რომ ხორავას ქუჩის საქმეში პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შედეგი დადო. ახლა ყველაფერი სასამართლოზეა დამოკიდებული. ვერც იმ ბავშვზე (მიხეილ კალანდია) ვიტყვი, რომ აუცილებლად დამნაშავეა ან იმიტომ დაიჭირეს, რომ ვიღაცებს უნდოდათ, რადგან ესეც გამორიცხულია. საბოლოოდ, სასამართლოს უნდა დაველოდოთ. საქმე გვაქვს ახალგაზრდებთან. რაშიც თავიდანვე მქონდა ეჭვი, არის ის, რომ როცა ასეთ საქმეზე მიდიან, დანა მხოლოდ ერთს არ უდევს. პირადად ჩემთვის შეუძლებელია იმის აღქმა, რომ 12 ჭრილობა ერთმა ადამიანმა მიაყანა. საქმე სიმართლის დადგენის კვალზე დგას და არავითარი საფუძველი არა გვაქვს, სამართლდამცავებს არ ვენდოთ“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა