მამუკა ბახტაძე მუსლიმ მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მუსლიმ მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს.

პრემიერი თითოეულ მუსლიმს სიმშვიდესა და ბედნიერებას უსურვებს.

„ვულოცავ ყველა ჩვენს მუსლიმ მოქალაქეს რამაზანის თვის დასრულებას, დიდ რელიგიურ დღესასწაულს - რამაზან-ბაირამს და ვუერთდები თქვენს ზეიმს. გისურვებთ თითოეულ თქვენგანს სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას. ჩვენს ქვეყანას და თქვენს ოჯახებს ვუსურვებ მშვიდობიან მომავალს, წინსვლასა და წარმატებებს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა