საქართველოში მეწარმეობის ცენტრი იხსნება

მსოფლიო რეიტინგის ათეულში მყოფი „ჰენლის მეწარმეობის ცენტრი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად ახალ ცენტრს აფუძნებს. აღნიშნულის შესახებ Reading-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა „სილიკონ ველი თბილისში“ მიმდინარე სამუშაო ვიზიტისას განაცხადეს.

ცენტრის უმთავრეს მიზანს ქართველი მეწარმეებისთვის ფინანსებთან წვდომის გაადვილება, სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან მოლაპარაკებების წარმოება, მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო რეგიონალური კვლევების განხორციელება და სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებისთვის საჭირო ყველა აქტივობის ცენტრალიზებულად გამართვა წარმოადგენს.

საქართველოსთვის აღნიშნულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან „ჰენლის მეწარმეობის ცენტრი“ არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას. ცენტრში ისწავლება მეწარმეობის მოდულები და ამავდროულად მცირე და საშუალო ბიზნესებსაც ეხმარება განვითარებაში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ჰენლის მხარდაჭერით მეწარმეობის ცენტრის გახსნით საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები და განვითარება დაიწყება.

,,მეწარმეობის განვითარების მიმართულებით საქართველოში მრავალი აქტივობა ხორციელდება, თუმცა ეს არ არის თანმიმდევრული და ხშირად ერთმანეთის პარალელურად, ქაოტურად მიმდინარეობს. არის ბევრი მცირე თუ საშუალო კომპანია, რომელიც მოკლევადიანი ღონისძიებებით ასტიმულირებენ სამეწარმეო აქტივობებს და ამას მივესალმებით, თუმცა ჩვენ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ვფიქრობთ, რომ დროა ამ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს. სწორედ ამიტომ, მეწარმეობის ცენტრი „ჰენლისთან“ პარტნიორობით გაიხსნება საქართველოში,'' - აცხადებენ BTU-ში.

29 მაისს, სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერისთვის სილიკონ ველი თბილისში, საქართველოში პირველად, კერძო სექტორის ჩართულობით გლობალური სტარტაპ ფონდი შეიქმნა, რომელიც ყოველწლიურად, ქართული სტარტაპების დაფინანსებას და საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციას განახორციელებს. ფონდის პრეზენტაციას ისრაელის მოწინავე ტექ კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები, ისრაელის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ქართველი მეწარმეები და სტარტაპები და სხვა მრავალი სტუმარი დაესწრო. 100-მდე დარეგისტრირებული სტარტაპიდან, შერჩეულ 10-ს მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ინვესტორებს და შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ. გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის შესაბამისად, 650 000 ლარის ფარგლებში. გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეული სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს 30,000$-ს ღირებულების საკონსულტაციო და ტექსერვისებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა