ირაკლი კობახიძე გარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტის ნაბიჯებზე -  ეს იყო კერძო აქტივობა,  რომელიც, სამწუხაროდ, მაინცდამაინც არ წაადგა  საკითხის სწრაფად მოგვარებას

ეს იყო კერძო აქტივობა, რომელიც, სამწუხაროდ, მაინცდამაინც არ წაადგა ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც დავით გარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯებს ეხებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახლა მთავარია, დავით გარეჯის საკითხი ორ სახელმწიფოს შორის დიალოგისა და კონსულტაციების რეჟიმში გადაწყდეს.

"კერძო აქტივობა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ წაადგა მაინცდამაინც ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას. თუმცა, რამდენად ჰქონდათ ამისთვის საბაბი, მეორეა. მე მგონია, რომ ამისათვის საფუძველი არ არსებობდა, საბაბის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარია, კონსულტაციების რეჟიმში ხელისუფლებებს შორის ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდეს ეს საკითხი და ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის პრესსპიკერის დღევანდელ განცხადებას, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს რომ მან არ იცის "სად რა კომუნიკაცია შედგა"

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყველა აქტივობა და მოლაპარაკება კანონთან სრულ შესაბამისობაშია და შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრების დადგენის შესახებ გაკეთებული განცხადება შეთანხმებული, განაცხადა, რომ შეთანხმებული იყო.

„საქართველოს პრეზიდენტის სახელით მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადებაც იყო შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

"ეს იყო კერძო აქტივობა, რომელიც, მაინცდამაინც არ წაადგა საკითხის სწრაფად მოგვარებას"

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს