ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტის განცხადება  საზღვრებზე პრემიერთან იყო შეთანხმებული - არ ვიცი, სად რა კომუნიკაცია შედგა

არ ვიცი, სად რა კომუნიკაცია შედგა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც პრეზიდენტის პრესსპიკერის დღევანდელ განცხადებას ეხებოდა.

კერძოდ, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრების დადგენის შესახებ გაკეთებული განცხადება შეთანხმებული, განაცხადა, რომ შეთანხმებული იყო.

„საქართველოს პრეზიდენტის სახელით მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადებაც იყო შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა