გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებელი მორიგე კომენტარს აკეთებს. ნელი ჯავახიშვილის განცხადებით, მიმდინარე მკურნალობის ფონზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და განვითარდა უეცარი სიკვდილი.

“31 წლის მამაკაცმა სამხედრო ჰოსპიტალს 2 ივნისს, საღამოს მომართა. პაციენტი შემოვიდა თვითდინებით, რაც შეეხება დიაგნოზს, ფიქსირდებოდა მწვავე პნევმონია მარჯვენა ფილტვის ზედა წილის ტუბერკულომა, საეჭვო სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზი. მოთავსდა ზოგადი თერაპიის განყოფილების ინტენსიურ ბლოკში. დაწყებული მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა დღემდე სტაბილური იყო, შუადღით კი, 16 საათსა და 20 წუთზე, პალატაში მყოფ სხვა პაციენტს შესჩივლა, რომ თავბრუსხვევას გრძნობდა, მალევე გონება დაკარგა. დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, უშედეგო აღმოჩნდა, პაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა 17 საათსა და 30 წუთზე. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, ამ ეტაპზე კი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ განვითარდა უეცარი სიკვდილი“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის პასუხისმგებელმა მორიგემ ნელი ჯავახიშვილმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის ლევან ჯიოშვილი დღეს გარდაიცვალა. მისი ახლობლები ჰოსპიტლის ადმინისტრაციისგან გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაციას ითხოვდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა