სან-ფრანცისკოს სილიკონ ველის კომპანია „აიდიტექის" აღმასრულებელი დირექტორი - განათლებაში მიმდინარე ტრანსფორმაცია თქვენი ქვეყნის სტრატეგიული უპირატესობა გახდება

აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამუშაო ვიზიტი გრძელდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სან-ფრანცისკოს სილიკონ ველის კომპანია “აიდიტექის" აღმასრულებელ დირექტორს პიტ-ინგრამ ქაუჩის საქართველოს განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები გააცნო. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო განათლების თანამედროვე სისტემაში ტექნოლოგიური მიმართულებების დანერგვის მნიშვნელობას.

პიტ-ინგრამ ქაუჩის თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები განათლების მთელი სისტემის ეფექტური ტრანსფორმაციის საშუალებას იძლევა.

„აქ, სილიკონ ველიზე ჩვენ ვართ ცნობილი, როგორც ეფექტური ტრანსფორმაციის შემქმნელები. იქიდან გამომდინარე, რასაც გავეცანი, თქვენ გაქვთ უზარმაზარი შანსი, მოახდინოთ მთელი განათლების სისტემის ეფექტური ტრანსფორმაცია საქართველოში. თქვენ იწყებთ პილოტირებით, წარმატების შემდგომ ეს გავრცელდება და გახდება თქვენი ქვეყნის სტრატეგიული უპირატესობა. მე ვფიქრობ, როდესაც მთავრობა დიდ ინვესტიციას დებს განათლებასა და ტექნოლოგიებში, ეს ქვეყნის წარმატებული მომავლის გარანტიაა“, - განაცხადა სან-ფრანცისკოს სილიკონი ველის კომპანია "აიდიტექის" აღმასრულებელი დირექტორმა პიტ-ინგრამ ქაუჩიმ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ში განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა