ავლაბარში ხანძრის შედეგად 3 სახლი დაიწვა

ნასაკირალის 4 ნომერში, 3 სახლია დამწვარი, - ამის შესახებ ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მან განმარტა, ადგილზე დილიდან 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

"დაახლოებით 09:20 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ავლაბარში, ნასაკირალის ქუჩა 4 ნომერში იწვოდა საცხოვრებელი სახლი. ცეცხლი გავრცელდა გვერდით მდგომ ორ სახლზეც. დამწვარია სამი სახლი. რამდენიმე წუთში, ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რამაც აგვაცილა თავიდან ცეცხლის კიდევ უფრო გავრცელება. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა“, - განაცხადა თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

როგორც ნასაკირალის 4 ნომერში მცხოვრებმა განაცხადა, გაზის გამათბობელს არ ჰქონდა დამცავი და სწორედ ამან გააჩინა ცეცხლი საცხოვრებელ სახლში.

იხილეთ ვიდეო: ავლაბარში ხანძრის შედეგად 3 სახლი დაიწვა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა