კახა კალაძე - თბილისის მერია ფიროსმანის, ფურცელაძის და თაბუკაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ფიროსმანის, ფურცელაძის და თაბუკაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ასევე, იგეგმება თაბუკაშვილის #46-ში მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციაც, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„უახლოეს მომავალში ვიწყებთ ფიროსმანის და ფურცელაძის ქუჩების, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ძალიან მალე, ფაქტობრივად, წლის ბოლოსთვის დამთავრდება.

ასევე, მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის #46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ვიწყებთ, რომელიც 150 წლის არის. იქ არსებული მდგომარეობა არის უმძიმესი. სიცოცხლისთვის საშიშია ეს კორპუსი. მეოთხე კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა და რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა