კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე - წრიული მარშრუტები, რაც გაკეთებული გვაქვს, საინტერესოა, რადგან მოძრაობა განტვირთა

მგონია, რომ ეს წრიული მარშრუტები, რაც გაკეთებული გვაქვს საკმაოდ საინტერესოა და ფაქტი სახეზეა განტვირთა მოძრაობა, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორც კალაძე აცხადებს, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მიუხედავად დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საჭირო იქნება კომაპანია „სისტრამ“ დაამუშავოს ეს მარშრუტები.

„სხვათა შორის, ალბათ, ჩვენ მოგვიწევს დაფიქრება და იქნებ „სისტრას“ დაამუშავებინოთ ეს მარშრუტები, რადგან ცხადია, ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის გადაკეტვის მიუხედავად, ამ მარშრუტებით, რომლებიც ახლა გაქვთ დადგენილი, თავისუფლად მოძრაობა შესაძლებელია, როდესაც დამთავრდება ჭავჭავაძის გამზირის რეაბლიტაცია, ალბათ მოგიწევთ ამის გადახედვა. მგონია , რომ ეს წრიული მარშრუტები, რაც გაქვთ გაკეთებული, საკმაოდ საინტერესოა და ფაქტი სახეზეა - განტვირთა მოძრაობა. ყველა ელოდებოდა, რომ იქნებოდა კოლაფსი, პრობლემები, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ გადაადგილება უპრობლემოდაა შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების კუთხით მძიმე მდგომარეობაა და რომ არ განმეორდეს ჟვანიას ქუჩაზე მომხდარის მსგავსი შემთხვევები, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს.

„რამდენიმე დღის წინ ჟვანიას ქუჩაზე გზის საფარი ჩაინგრა, ეს ქუჩა მე მგონი, 7-8 წლის წინაა რეაბილიტირებული, თუმცა პრობლემა იყო და ეს ყველამ დავინახეთ. შესაბამისად, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ , რომ ეს პრობლემები თავიდანვე ავიცილოთ. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, ესაა: საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა, წყალმომარაგება , სანიაღვრე სისტემის არარსებობა, შესაბამისად, ყველა ქუჩაზე, სადაც შევდივართ, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს“, -განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა