არჩილ თალაკვაძე - გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლიცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს

გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლიცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე განცხადებით, უპრეცედენტო დონის რეზოლუცია, საქართველოს განვითარებას უწყობს ხელს.

„გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს. რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ხაზგასმით არის აღნიშნული ის დარღვევები და ოკუპაციის საკითხი, რაც საქართველოს ორ რეგიონში ხდება. ასევე არის კონკრეტული საკითხები დაყენებული, როგორიც არის დევნილების უფლება, რომ დაუბრუნდნენ თავის საცხოვრებელ ადგილს. ამის გარდა, რუსეთი მთელ რიგ პირობებს არღვევს, მათ შორის იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში. ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას, იმ ფონზე, როდესაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ოპოზიციის ნაწილი ყოველდღიურად იმით არის დაკავებული, რომ როგორმე ზიანი მიაყენოს ჩვენი ხელისუფლების გაწეულ სამუშაოს საერთაშორისო ფორმატებში. ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს დღეს აქვს, აუცილებლად გამოგვადგება, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს. ჩვენ კონკრეტული მშვიდობიანი ინიციატივა გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ამ რეზოლუციას მხარი უპრეცენდენტოდ ბევრმა ქვეყანამ დაუჭირა. რაც მიუთითებს, რომ საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში და ინდივიდუალურად, სხვა ქვეყნის მთავრობებთან მთავრობა ეფექტურად მუშაობს. ჩვენ იმ მომენტს ველოდებით, როდესაც გლობალურ პოლიტიკაში ამ კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტის გაკეთება იქნება შესაძლებელი. ამ მომენტს ჩვენ კიდევ უფრო მეტი განვითარებით და საერთაშორისო ფორმატებში უფრო ძლიერი პოზიციებით დავხვდებით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა