მიხეილ კალანდიას ადვოკატი - მტკიცებულებათა ნუსხაში ამ ეტაპზე ახალი არაფერი გვინახავს

დაცვას მტკიცებულებათა ნუსხაში ამ ეტაპზე ახალი არაფერი უნახავს, შესაბამისად, წარდგენილ ბრალდებაში მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ თვლის, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა კალანდიასთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ბრალის წარდგენის საფუძვლები არ არსებობდა, თუმცა დღეს დაცვის მხარისთვის გაურკვეველია, რა გახდა მიხეილ კალანდიას ბრალის წარდგენის მიზეზი.

„გადმოგვეცა მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებათა ჩამონათვალი. ახალი არაფერია რასაც ერთი შეხედვით დაცვის მხარემ თვალი გადაავლო, იმიტომ, რომ ნუსხა დიდია. ფაქტობრივად, 2017 წლიდან დაწყებული გამოძიების საქმის მასალებია მიმაგრებული, ახალი ამ ეტაპზე დაცვას მტკიცებულებათა ნუსხაში არაფერი არ უნახავს, შესაბამისად, წარდგენილ ბრალდებაში მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ თვლის.

ბრალის ფორმულირებაში არის ის, რომ ბასრი საგნის გამოყენება არის მითითებული, თუმცა არანაირი მტკიცებულება, მათ შორის ნივთიერი, ჩამონათვალში არ არის“, - განაცხადა კოტეტიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა