ახმეტაში ალვანის მოსახლეობასა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ალვანის მოსახლეობასა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

თითქმის ერთი საათია საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები მოსახლეობას თუშეთის გზაზე არსებულ მდგომარეობაზე და გზის გაწმენდის დაგეგმილ სამუშაოებზე აწვდიან ინფორმაციას.

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის, გოგა წერეთლის განმარტებით, უახლოს დღებში ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე მძიმე ტექნიკა ინტენსიურად გააგრძელებს სამუშაოებს, რისთვისაც ტექნიკა დაემატება.

„შევისწავლეთ დაზიანებული ტერიტორია, რისთვისაც გადაწყდა, რომ დაემატება შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები დაჩქარებული წესით გაგრძელდება. ამისთვის 10 დღე მაინც დაგვჭირდება“, - აღნიშნა წერეთელმა.

მოსახლეობა კი საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციას უნდობლობას უცხადებენ და შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ.

მათ დისკუსიის დროს საგზაო დეპარტამენტს განუმარტეს, რომ 10 დღე გზის გაწმენდისთვის ბევრია და ეს ტურისტული სეზონს საფრთხეს უქმნის.

მოსახლეობასა და დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

იხილეთ ვიდეო: თუშეთის გზის განმწენდით სამუშაოებთან დაკავშირებული შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა