აშშ-ში საქართველოს საელჩომ პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის საპატივსაცემოდ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, აშშ-ში საქართველოს საელჩომ მიღებას უმასპინძლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა აცნობა.

მათივე ცნობით, საღამოზე მიწვეულნი იყვნენ აშშ კონგრესისა მაღალი რანგის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მათი ნაწილი ჩართული იყო და ხელს უწყობდა პროცესს, რომელიც კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის გასვლას უკავშირდება.

მიღებაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა