გაიგე მეტი m²-ის კომპლექსების ქონების მართვის მიმართულებაზე

უძრავი ქონება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია, ხოლო ბინას m²-ის კომპლექსში ლიკვიდური აქტივის სტატუსი და დამატებითი საიმედოობის განცდა ახლავს. სწორედ ამიტომ, ზოგისთვის აქ შეძენილი ბინა, უბრალოდ, კაპიტალდაბანდებაა, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, დროებით სხვას დაუთმობს, ანუ გააქირავებს,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია m²-დან აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ მხრივ, საკუთარი მობინადრეების მეტი კომფორტისთვის, კომპანიას ცალკე სამსახური აქვს შექმნილი - უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტი, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. შედეგად იქმნება სტრუქტურა, რომელიც ბინების, კომერციული თუ საოფისე ფართების, საწყობებისა და მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობასა და ყიდვა-გაქირავებას უზრუნველყოფს. წლების განმავლობაში m²-მა საქმიანობის არეალი იმდენად გაიფართოვა, რომ უძრავი ქონების ბაზრის, ფაქტობრივად, ყველა საფეხური აითვისა - მიწის მოძიებიდან ბინების/კომპლექსების/უძრავი ქონების მოვლა-პატრონობით დამთავრებული და სფეროს ლიდერიც გახდა. m²-თვის არ არსებობს ნახევრად დასრულებული პროექტი, რადგან საკუთარ ქმნილებაზე ზრუნვას კომპლექსებში სრული შესახლების შემდეგაც აგრძელებს. სწორედ ამ პროცესის უწყვეტობისთვის არსებობს უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტი.

გარდა ამისა, m2rent.ge m²-ის კომპლექსებში სასურველი ტიპის ფართის დაქირავებისა და გაქირავების მსურველთათვის შექმნილი პორტალია და მსგავსი ტიპის საქმიანობისთვის ჩვეული ფუნქციები აქვს: ფართობის, ფასის, სართულისა თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით ასარჩევი გრაფები, ერთგვარი მენიუ, რომელიც თბილისის საუკეთესო ბინების მრავალფეროვანი ბაზისკენ გვიხსნის გზას.

მათ ვისაც ბინის გაქირავება სურს, ამისთვის მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვებათ - ჰქოდეთ ბინა m²-ში, დანარჩენს უკვე კომპანიის შესაბამისი გუნდი მიხედავს.

„მას შემდეგ, რაც მეპატრონე დაგვიკავშირდება, ვსტუმრობთ ბინას და ვიწყებთ მისი, როგორც პროდუქტის შეფუთვას: ვუღებთ ფოტოებს და, სრულ აღწერილობასთან ერთად, განცხადებას m2rent.ge-სა და შესაბამის ფეისბუქგვერდზე ვათავსებთ. ამის შემდეგ, ბინის მონაცემებიდან გამომდინარე, ვირჩევთ სამიზნე აუდიტორიას და გადავდივართ პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის ეტაპზე. მეპატრონის სურვილის შემთხვევაში, ვიტოვებთ გასაღებსაც, რათა დაინტერესებული კლიენტები მათი შეწუხების გარეშე მივიყვანოთ ბინის სანახავად. ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ხელშეკრულებასაც ჩვენ ვაფორმებთ, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია უცხოეთში მცხოვრები გამქირავებლისთვის“, - აცხადებს m²-ის კომერციული უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩხიკვაძე.

აღსანიშნავია, რომ გქონდეს ბინა m²-ში - ეს არა მხოლოდ საოცნებო საცხოვრებელ პირობებს ნიშნავს, არამედ ერთგვარი ინვესტიციაცაა, რადგან ხარისხს ყოველთვის აქვს ფასი. ამჟამად m2rent.ge-ს ბაზაში 400-ზე მეტი სრულად გარემონტებულ და ავეჯით აღჭურვილი სხვადასხვა მოცულობის გასაქირავებელი ბინა ირიცხება - დაწყებული ერთოთახიანი სტანდარტულით, დამთავრებული პრემიუმ კლასის მრავალოთახიანი აპარტამენტით. მათი გასაქირავებელი ფასები, ბაზარზე არსებული ზოგადი სურათის ფონზე, საკმაოდ მოქნილია - იწყება 250 დოლარით და, კომპლექსის მდებარეობისა და ოთახების რაოდენობის გათვალისწინებით, მაღლა მიიწევს. იგივე ეხება, კომპანიის მიერ ბინის გაქირავების მომსახურებიდან მიღებულ პროცენტსაც, რაც ასევე დამოკიდებულია უკვე ნახსენებ მოცემულობაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი m²-ის ქონების მოვლის დეპარტამენტის მომსახურებაა, რაც კომპლექსების სრულ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ დამქირავებელი მობინადრის სტატუსს იძენს და იღებს როგორც კოპლექსურ, ისე ინდივიდუალურ სურვილზე მორგებულ მომსახურებას. ეს დეტალი მნიშვნელოვანია გამქირავებლისთვისაც, რომელიც, ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ, ბინას პირვანდელ მდგომარეობაში იბარებს.

„საოფისე ფართები, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, უმეტესად, არა საცხოვრებელ კომპლექსებში, არამედ ცალკე გვაქვს განთავსებული. ასეთი სივრცეა მელიქიშვილის ბიზნესცენტრი, ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული უმაღლესი კატეგორიის ნაგებობა, რომელიც ტექნიკურად სრულადაა აღჭურვილი და სამუშაოდ და პარტნიორებთან შესახვედრად იდეალური გარემოა. სწორედ ამის გამო იქაურობა ბოლომდეა დატვირთული. მსგავსი ტიპისა და ხარისხის ფართებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, ამიტომ, უახლოეს მომავალში, 18 000-ზე მეტი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საოფისე სივრცის დამატებას ვგეგმავთ“,-აცხადებს ნინო ჩხიკვაძე.

საოფისე ფართებზე არანაკლები მოთხოვნაა კომერციულ ფართებზე. მოგეხსენებათ, ახალ ბინაში შესახლება დიდი სიხარულია, მაგრამ მაშინვე ჩნდება ახალი საზრუნავიც: სად შევიძინოთ პირველადი მოხმარების საგნები, პროდუქტი და სხვა? მერე კი ირკვევა, რომ ამ ყველაფერზე m²-მა უკვე იზრუნა და ყველა კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართები ნებისმიერი საჭიროებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების მიერაა ათვისებული.

„კომერციული ფართების გაქირავებისას აუცილებლად ვითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნას. ამ მხრივ, წლების განმავლობაში, საკმაოდ კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა, ამიტომ გადაწყვეტილებებსაც თავად ვიღებთ. პირველ რიგში, ეს არის სასურსათო მაღაზია, სავარჯიშო დარბაზი და სხვა. კომპლექსის მდებარეობიდან გამომდინარე, კომერციული ფართებით სხვადასხვა ტიპის ბრენდული კაფეები და მაღაზიები ინტერესდებიან. რაც შეეხება ქირაობის პირობებს, საერთო ბაზრის გათვალისწინებით, საშუალო ფასი გვაქვს. m²-ის საცხოვრებელ კომპლექსებში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია, რადგან იციან, რომ ყველა ბინა გაყიდულია, რაც პოტენციური კლიენტების სიმრავლეზე აისახება. ამიტომ ეს ფართები თავად კომპლექსების დასრულებამდე ქირავდება ან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამჟამად 14 000-მდე კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს ვაქირავებთ, სამომავლოდ კი 16 000 კვადრატამდე დამატებას ვგეგმავთ“,-აცხადებს ნინო ჩხიკვაძე.

და ბოლოს, m²-ის სასაწყობე ფართების გაქირავებასაც სთავაზობს, რაც ამჟამად, ჯამში, 9 000-მდე კვადრატულ მეტრს შეადგენს. აღნიშნული მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე ინდივიდუალურ პირებსაც. სასაწყობე ტერიტორია სეგმენტებადაა დაყოფილი: დახურული, ანგარის ტიპის, ინდივიდუალური და სამაცივრე. სივრცე მოწესრიგებული და ყოველმხრივ დაცულია - ერთი სიტყვით, ზუსტად ისეთია, როგორიც m²-ს შეიძლება ჰქონდეს.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა