ადვოკატი - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ დაადგინოს ყველა ის პირი,  ვინც მონაწილეობდა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაში

გაუგებარია, რას ემსახურება იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის საქართველოს მთავრობისთვის მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ხვალ, როცა დასრულდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 3-დღიანი შეკრება, ისინი ამ დოკუმენტს თავიანთ ვებგვერდზე ატვირთავენ, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ნახოს, რეალურად, რა რეკომენდაციები გაიცა მინისტრთა კომიტეტის მიერ.

"დღეს, მოვისმინეთ იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმად, გამოძიების ფარგლებში, რომელიც მან ჩაატარა, თითქოს, მინისტრთა კომიტეტმა ყველაფერი მოუწონა და რაიმე შენიშვნა ან რეკომენდაცია საერთოდ არ მიუღია, სინამდვილეში ეს, აბსოლუტურად, სხვანაირად არის. არის ისე,რომ მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა,რომ რაც შეიძლება გონივრულ პერიოდში, ჩქარა ჩაატაროს ფართომასშტაბიანი გამოძიება, დაადგინოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაში, მისგან ინფორმაციის გამოძალვაში და ისინი მისცეს პასუხისგებაში. ეს პერიოდი კი სწრაფი და გონივრული უნდა იყოს. შემდეგ, რაც მინისტრთა კომიტეტმა მიუთითა არის ის,რომ შეშფოთება გამოთქვა იმაზე,რომ ვანო მერაბიშვილი დაზარალებულად დღემდე არ არის ცნობილი. საქართველოს პროკურატურამ უარი თქვა დაზარალებულად მის ცნობაზე და მეტიც, ამ ნაწილში პროკურატურას საქართველოს საერთო სასამართლოებიც დაეხმარა. ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის სამინისტროსგან განცხადება,რომ თითქოს აღარ გადაიხედება ეს საკითხი, მაშინ, როდესაც კომიტეტმა პირდაპირ ჩაუწერა, რომ 2019 წლის 30 სექტემბრამდე მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია, ანუ ამის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებამ პასუხები უნდა მიაწოდოს. გამოდის, რომ ძირითად ასპექტებში, რაზეც გვეუბნებოდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი სწორად აქვს გაკეთებული და ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ აქვს, რეალურად სხვანაირად არის", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია, ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2020
თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
"თიბისიმ" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა