IDFI - პირველადი ტექინსპექტირება 232,470 მანქანას ჩაუტარდა, გაიარა - 117,630-მა ავტომობილმა, დახარვეზდა - 114,840

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქარათველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს აქვეყნებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება 232, 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა.

უფრო კონკრეტულად, IDFI-ის ცნობით, პირველადი ტექინსპექტირება გაიარა 232, 470-მა ავტომობილმა, აქედან დახარვეზდა 114, 830. ხოლო, ტექინსპექტირება გაიარა 117,640-მა ავტოტრანსპორტმა.

რაც შეეხება განმეორებით ტექინსპექტირებას, IDFI-ის ცნობით, დახარვეზებული 114, 840 ავტომობილიდან განმეორებით ტექდათვალიერებას 80, 999 ავტომობილმა მიმართა, საიდანაც კვლავ დახარვეზდა 4,330 და ტექდათვალიერება გაიარა 76, 669 ავტოტრანსპორტმა.

ორჯერ დახარვეზებული 4,330 ავტომობილიდან ტექდათვალიერება ჩაუტარდა 4,032 ავტომობილს, აქედან 2, 150 კიდევ დახარვეზდა, საბოლოო ჯამში კი, ტექდათვალიერება 1,182-მა ავტომობილმა გაიარა.

IDFiI- ის ინფორმაციით, ავტომობილების მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. ამასთან, მათივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დახარვეზების საფუძვლებს არ აღრიცხავს. ასევე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო ნაკლებია დახარვეზების შემთხვევები.

IDFiI- ის ცნობით, ავტომობილების გამონაბოლქვი მთავარი პრობლემაა ჰაერის დაბინძურების კუთხით; 10 და მეტი წლოვანების ავტომობილები განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ჰაერის დაბინძურების მხრივ; 2009 წლამდე გამოშვებული ვტომობილების მხოლოდ 59% პროცენტმა გაიარა ტექნიკური ინსპექტირება.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში IDFI აღნიშნავს, რომ 2018 წელს ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმების ოდენობამ 1 მლნ ლარი შეადგინა.

„ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტმა“ მონაცემები შსს-დან გამოითხოვა.

იხილეთ ვიდეო: ტექნიკური ინსპექტირების შედეგები - IDFI კვლევას აქვეყნებს

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში