IDFI - ავტომობილების მფლობელებმა პირველად და განმეორებით ტექინსპექტირებაში, სავარაუდოდ, 19 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს

სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების საფასურის გათვალისწინებით, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, ავტომობილების მფლობელებმა მხოლოდ პირველად ინსპექტირებაში ჯამში 16 მილიონ 482 ათას ლარზე მეტი დახარჯეს, ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ მათ განმეორებითი ინსპექტირება სხვა სერვის ცენტრში გაიარეს, პირველად და განმეორებით ინსპექტირებაში ჯამში 19 მილიონ 716 ათას ლარზე მეტი დაიხარჯებოდა. ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ ტექისნპექტირების თაობაზე გამოქვეყნებულ შედეგებშია ნათქვამი.

IDFI-ის ცნობით, 2018 წელს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვა პირისათვის გადაცემის გამო, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური ინსპექტირება, ჯამურად დაჯარიმდა 14,083 ფიზიკური და იურიდიული პირი.

ორგანიზაციის ცნობით, 2018 წელს ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, ჯარიმების სრულმა ოდენობამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ორგანიზაციამ ინფორმაცია შსს-დან გამოითხოვა.

იხილეთ ვიდეო: ტექნიკური ინსპექტირების შედეგები - IDFI კვლევას აქვეყნებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა