ფესტივალ Echowaves-ის ადმინისტრაცია საზოგადოებას 2019 წლის გეგმებს გააცნობს

დღეს, სასტუმრო „რუმსში“, Echowaves Festival-ის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც მოხდება Line Up-ის მეორე ნაწილის დაანონსება, 2018 წლის შეფასება და 2019 წლის გეგმების გაცნობა აუდიტორიისთვის; ასევე აქტივობებისა და სიახლეების წარდგენა და სხვა დეტალების განხილვა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს.

„პრესკონფერენციას წარუძღვებიან: ფესტივალ Echowaves-ის ორგანიზატორი - Anaklia Entertainment Group-ის დირექტორი ბრანე კოსტადინოვი; ფესტივალ Echowaves-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინი რეხვიაშვილი.

Echowaves ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელმაც 2018 წლის აგვისტოში დაიდო ბინა შავი ზღვის სანაპიროზე - კურორტ ანაკლიაში. ის 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე Exit-ის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალმა გასულ წელს წარმატებული სტარტი აიღო და 150-მდე დიჯეის და 10 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ის მალევე გახდა ცნობილი მასშტაბურობითა და დადებითი შეფასებებით როგორც რეგიონში, ასევე ევროპულ ქვეყნებში და 2018 წლის საუკეთესო ახალი ფესტივალის ნომინაციის შორთლისთშიც აღმოჩნდა. 2019 წელს ფესტივალი 22-25 აგვისტოს გაიმართება“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა