გრიგოლ ვაშაძე - ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს  ხელისუფლების ცვლილება მოხდება

ყველამ იცის, ამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვინდა ე.წ. "ქართულ ოცნებას" საშუალება მივცეთ კიდევ ერთხელ გაიაზროს ის, რომ მთელ საზოგადოებასთან არის დაპირისპირებული,- ამის შესახებ „ქორთიარდ მარიოტის“ წინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, 20 ოპოზიციური პარტიის ლიდერთა შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობის მოთხოვნისთვის საჭირო 300 ათასამდე ხელმოწერა უკვე შეგროვდა.

"დღეს მთლიანად ოპოზიცია-20 პარტია და სამოქალაქო მოძრაობა შეიკრიბა იმისთვის, რომ შუალედური შედეგები შევაჯამოთ. 300 ათასამდე ხელმოწერაა შეგროვებული. ამ პროცესს გავაგრძელებთ. სახეზეა უპრეცედენტო კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებში, სამოქალაქო საზოგადოებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. ყველამ იცის, რომ ეს სისტემა, რომელიც ასე ადვილად იძლევა გაყალბების საშუალებას უნდა შეიცვალოს გაცილებით უფრო სამართლიანი სისტემით. ყველამ იცის, ამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვინდა ე.წ. "ქართულ ოცნებას" საშუალება მივცეთ კიდევ ერთხელ გაიაზროს ის რომ მთელ საზოგადოებასთან არის დაპირისპირებული და ცივილიზებული პოლიტიკური გზით განახორციელოს ეს პროცესი",- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა