პარლამენტის დელეგაციამ აშშ-ს კონგრესისა და ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ოფისში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დელეგაციის წევრები კონგრესისა და ამერიკის უმაღლესი აუდიტორული ოფისის (GAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა GAO-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაჭრობის დირექტორის, ჯიმ მიშელისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია კონგრესისა და ამერიკის უმაღლეს აუდიტორული ოფისის მანდატისა და მუშაობის შესახებ. GAO არის ერთ-ერთი მთავარი სამთავრობო სააგენტო, რომელიც ახორციელებს და აწარმოებს ყველა ფედერალური მთავრობის პროგრამების ფინანსურ აუდიტს და ანგარიშვალდებულია კონგრესთან.

ქართველი პარლამენტარები დაინტერესდნენ სააგენტოს ოპერაციული პროცედურებით, თუ როგორ ხდება საკანონმდებლო განყოფილებასთან ურთიერთობა და მიიღეს ინფორმაცია GAO-ს წლიური მუშაობის მასშტაბების შესახებ.

დელეგატების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი აუდიტის ნაწილში სააგენტოს მუშაობამ გამოიწვია. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კონგრესისა და ამერიკის უმაღლესი აუდიტორული ოფისის წარმომადგენლებს საპარლამენტო კომიტეტის საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობების საკითხებზე ესაუბრა.

პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის