დაშავებული სამხედროები შოტლანდიაში გაემგზავრნენ

საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ექვსი ქართველი სამხედრო სპორტულ ღონისძიებაში - „მარშირება რთულ რელიეფზე“ მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში დღეს დილით გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, თავდაცვის ძალების მეთურის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა და გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე გენერალურ შტაბში შეხვდნენ და სპორტულ ასპარეზობაში წარმატება უსურვეს.

ექვსი სამხედრო - კაპრალი ალექსი ბერუაშვილი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ბოჭორიშვილი, უფროსი სერჟანტი პაატა ჯიბუტი, მაიორი მურთაზ ოსეფაიშვილი, სერჟანტი ზურაბ ბაღათურია და რეაბილიტოლოგი ლაშა მეტრეველი 6-12 ივნისს შოტლანდიის ქალაქ პერზირში "Allied Forces Foundation"-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით გამართულ მარშში ჩაერთვებიან.

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მათ შესარჩევი ეტაპი საქართველოში რთულ რელიეფზე გადაადგილებაში გაიარეს.

სპორტულ ღონისძიებაში ქართველი სამხედროების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ღონისძიება მიზნად ისახავს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებას, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება. სპორტული აქტივობები დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს კონტაქტის დამყარების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო