მაია ცქიტიშვილმა და ევროკავშირის დელეგაციამ მყარი ნარჩენების მართვის პროექტები განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ევროკავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩებს საქართველოში, კარლ ჰარცელსა და ჰუბერტ კნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ელჩებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს განვითარების და თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) რეგიონული დირექტორი კლაუს ფიგელი.

მთავარი განსახილველი საკითხი, რაზეც მხარეებმა შეხედულებები გაცვალეს, მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტები იყო.

ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე კომპანიის მფლობელობაში არსებული 54 ნაგავსაყრელიდან კეთილმოეწყო და შესაბამისობაში მოვიდა 31, ხოლო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 23 ნაგავსაყრელი, ასევე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი 5 სადგური.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა