10 უკრაინელი ბავშვი სამშობლოში დღეს დაბრუნდება

პროკურატურასთან და შსს-თან თანამშრომლობით და შეთანხმებით გადაწყდა, რომ დღეს ბავშვები დაბრუნდებიან უკრაინაში - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისათვის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ყოფნის პერიოდში ბავშვები იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვაში. მათ დასჭირდათ,როგორც პედიატრის, ასევე ნევროპათოლოგის, ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის ჩარევა.

„ბავშვები მთელი ეს პერიოდი იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვაში. კერძოდ, ისინი განთავსებულნი იყვნენ მიმღებ ოჯახებში, სადაც შექმნილი ჰქონდათ ყველანაირი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. საჭიროებებიდან გამომდინარე, მუდმივად იმყოფებოდნენ ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ. მინდობით აღზრდის პერიოდში, ბავშვები მოინახულეს სახალხო დამცველმა, ბებიამ, ასევე, ამერიკის საკონსულოს, (ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა) და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც შსს -თან და პროკურატურასთან, ასევე ორივე ქვეყნის საელჩოსთან და უკრაინიდან ჩამოსულ დელეგაციასთან, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულთან ბავშვთა უფლებების საკითხებში და უფლებამოსილ პირთა შესაბამის ჯგუფთან“, - განაცხადა ეთერ ცხაკაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბავშვები კახეთში იმყოფებიან, ხოლო უკრაინაში მათ დასაბრუნებლად საჭირო დოკუმენტაცია მზადდება. რაც შეეხება იმას, ვისთან იცხოვრებენ ბავშვები უკრაინაში, ამასთან დაკავშირებით ეთერ ცხაკაიას კონკრეტული პასუხი არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის თაობაზე ქართული მხარისგან რეკომენდაციები გაიცა. ამასთან, ეთერ ცხაკაიას ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ქართულმა მხარემ გარანტიები მიიღო, რომ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა