ანონსი  7 ივნისი

7 ივნისს, 09:00 საათზე, პარლამენტი რეგიონულ კონფერენციას - “საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“ უმასპინძლებს.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 ივნისს, 10:30 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროექტის „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა“ ოფიციალურ პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, თავისუფლების მოედანი # 4

7 ივნისს, 11:00 საათზე, საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატების დარღვევით შერჩევის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კახიძის #15

საკონტაქტო: 577 07 05 00, 293 61 01

7 ივნისს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და სამოქალაქო ორგანიზაციები, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

თემ: „თიბისი ბანკის” ქცევა ლახავს საბანკო ეთიკისა და ზნეობის ნორმებს, ბანკმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს, ხოლო მომხმარებლის ცემის ფაქტი გახდეს სამაგალითოდ შესწავლილი და გამოძიებული.

მის: რესპუბლიკის მოედანი #1

საკონტაქტო: 599 291202

7 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრებიან. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.

მის: რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო: თამარ ჩაჩანიძე - 591 99 33 39

7 ივნისს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველი გამართავს მრგვალ მაგიდას თემაზე – “ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა/ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

ღონისძიებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გახსნიან.

მის: სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასი“, თელავის ქ. 20

7 ივნისს, 11:30 საათზე, „კვირის“ პრესკლუბში ადვოკატ მირიან ნიკოლაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: სახელმწიფო აფიორა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

მის: წერეთლის გამზ.N99;

საკონტექტო პირი: მირიან ნიკოლაძე 595 40 00 45

7 ივნისს, 11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს” ოფისში ირმა ნადირაშვილისა და ირაკლი აბესაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: ნეპოტიზმი

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

7 ივნისს, 12:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს.

მის: კახეთის გზატკეცილი, #99;

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

7 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მოუსმენენ.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 ივნისს, 14:00 საათზე, 1 + 4 სისტემის კურსდამთავრებულთათვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის შეფასების პრეზენტაცია და საინფორმაციო კამპანიის "ეთნიკურ უმცირესობათა შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა "დახურვა გაიმართება, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრება.

მის: „ფაბრიკა,“ ეგნატე ნინოშვილის #8

საკონტაქტო პირი: დათო კაკულია 577 11 05 56

7 ივნისს, 15:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12;

საკონტაქტო : ქეთი ლაცაბიძე- 555 22 30 0

7 ივნისს, 15:00 საათზე, სემეკის სხდომა გაიმართება, რომელსაც კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მის: ა.მიცკევიჩის N19.

7 ივნისს, 15.00 საათზე, „ევროპული საქართველოს ოფისში“, ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საარჩევნო დარღვევები.

მის: ბარნოვის N40

7 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

7 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, “თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ გაიხსნება.

მის: თავისუფლების 2

7 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიხსნება მხატვარ ავთანდილ აშვეთიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოფენა ეძღვნება საქართველოსა და ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

გამოფენას ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ინგრიდა ლევრენცა, თსუ-ს სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, III სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

7 ივნისს, 17:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ შესასვლელთან ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით „მაუდის“ ყოფილი თანამშრომლები აქციას გამართავენ.

საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხარტიშვილი-558 29 69 80

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა