დიდი ბრიტანეთის ელჩი - ქართველი ახალგაზრდები აგრძელებენ ილიას გზას: “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემო თერგო,  ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი"

ახალგაზრდა ქართველი თაობა ილიას გზას აგრძელებს, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაკკენზი სმითმა დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. ბრიტანეთის ელჩი დარწმუნებულია, რომ საქართველოს დიდი და ნათელი მომავალი აქვს, რადგან ასეთი თაობა ჰყავს.

"მინდა ორი სიტყვა ვთქვა ქართველ ახალგაზრდებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დიდი და ნათელი მომავალი აქვს, რადგან ეს ნიჭიერი თაობა, აგრძელებს ილიას გზას - "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი", - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა. მან ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს, დაბადების დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.

"კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ მისი უდიდებულესობა, დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღე საქართველოში. ამ წელს დედოფლის დაბადების დღის მზადებისას, მაქსიმალურად შევამცირეთ გარემოსთვის მავნე საშუალებების გამოყენება", - აღნიშნა ჯასთინ მაკკენზი სმითმა.

ქართველი ახალგაზრდები აგრძელებენ ილიას გზას: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი" - დიდი ბრიტანეთის ელჩი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა