საგანგებო სიტუაციების სამმართველოს უფროსმა განმარტა, რატომ ეგონათ ე.წ. ჩინელების ბაზრობის  მოვაჭრეებს, რომ მეხანძრეებს წყალი არ ჰქონდათ

ე.წ. ჩინელების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია და ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის სამმართველოს უფროსმა ოთო კერესელიძემ განაცხადა.

კერესელიძემ ასევე იმ მოქალაქეების ბრალდებებს უპასუხა, რომლებიც სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს წყლის არ ქონაში ადანაშაულებდნენ. კერესელიძის განცხადებით, ამის თქმის საფუძველი მოქალაქეებს იმიტომ გაუჩნდათ, რომ ხანძრის ჩაქრობა ქვემოდან ხდებოდა და რადგანაც ამას მოვაჭრეები ვერ ხედავდნენ, ეგონათ, რომ წყალი არ იყო ტერიტორიაზე.

"საერთო ჯამში დაიწვა დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამჟამად ხანძარი არის ლოკალიზებული და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. თავიდან დაიწყო ზემოდან ხანძრის ჩაქრობა, შემდეგ ქვემოდან, ამიტომ მოსახლეობას და მოვაჭრეებს ეგონათ, რომ რადგან ზემოდან წყალი აღარ ესხმეოდა, წყალი არ გვქონდა", - განაცხადა ოთო კერესელიძემ

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს