მამუკა ბახტაძე - საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც “ბლოკჩეინის“ ტექნოლოგია საჯარო სამსახურში გამოიყენება მომსახურების მიწოდების მიზნით

საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც “ბლოკჩეინის“ ტექნოლოგია საჯარო სამსახურში გამოიყენება მომსახურების მიწოდების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა განათლებაში კაპიტალდაბანდების ზრდაზე, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვის პროცესსა და ინოვაციების საფუძველზე საქართველოში ეკოსისტემის შექმნაზე.

“ახლახან წარვადგინე ჩვენი „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგია, რომელიც ეფუძნება გარემოს დაცვის პრინციპს, რათა მთელს ქვეყანაში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა და მომავალი თაობებისთვის მოხდეს ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და გაფრთხილება. ორი პრიორიტეტი მაქვს გამოკვეთილი ამ სტრატეგიაში - ადრე არსებული უპასუხისმგებლო ეკოლოგიური ვითარების მართვის შედეგების განეიტრალება და არსებული ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება ისე, რომ საქართველოს გამოკვეთილი როლი იყოს უზრუნველყოფილი მწვანე ეკონომიკის კონტექსტში. შედეგად მოვიზიდეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი, რომელიც მზის პანელებისა და ელექტრონული მანქანების წარმოებას მოიცავს”, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ინფრასტრუქტურაში, მათ შორის თანამედროვე გზებში, პორტებში და მაღალი პროფესიული უნარების მქონე, კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნაში და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები იდგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა