ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე, მაღაზიის მეპატრონეები ხანძრისგან გადარჩენილ პროდუქციას ახარისხებენ

ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, მაღაზიის მეპატრონეები ხანძრისგან გადარჩენილ სავაჭრო საქონელს ახარისხებენ. როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დაზარალებულმა სარხან ხაჯიროვმა განუცხადა, ხანძარი დაახლოებით 22:00 საათზე გაჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, დაზარალებული ვერ საუბრობს. მისივე თქმით, მას სავაჭრო პროდუქციის უმეტესი ნაწილი დაეწვა. მისივე განმარტებით, მას საკუთარი სავაჭრო ობიექტი დაზღვეული აქვს. დამწვარი ტერიტორიის პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.

ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო: ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე, მაღაზიის მეპატრონეები ხანძრისგან გადარჩენილ პროდუქციას ახარისხებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა