კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ შეთანხმების თანახმად, კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერი“-ს პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს. ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს შერჩეული 20 გოგონასთვის გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნის და პერსონალის მომზადების უფასო კურსებს.

„დასაქმებისთვის ძირითადი მოთხოვნაა საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე პირებს. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“-ს წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას,“-აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, „ქოლუმბია შიფმენეჯმენტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანია აქვს, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა