„ჩაინა ლილო სითის" დირექტორი - დიახ, ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა - უჩა მამაცაშვილი მე ხანძრის მიზეზებთან არ დამიკავშირებია, ის სხვა საქმეზე ვახსენე

დიახ, ჩემი ხედვა ასეთია, რომ ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა,- ამის შესახებ "ჩაინა ლილო სითის" დირექტორმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზვიად ქირიას განცხადებით, თუ ვინ ახდენს ზეწოლას ღაჭავაზე , ეს ჟურნალისტებმა თავად მას უნდა ჰკითხონ. ქირიამ ასევე განმარტა, რა კონტექსტში ახსენა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, უჩა მამაცაშვილი.

"ტერიტორიას პოლიცია იცავს. არავის უშვებენ. გუშინ ვერ მოხერხდა ექპერტიზის ჩატარება, რადგან დაკვამლიანება იყო და ის ადგილი წყლისგან იყო დასველებული.სავარაუდოდ, დღეს დასრულდება ექსპერტიზა.რა რაოდენობის ზარალია და რა რაოდენობის ფართი განადგურდა, ჩვენთვის ჯერ ცნობილი არ არის, რადგან შიგნით ჯერ ვერ შევდივართ.

რაც შეეხება შესაძლო დივერსიას, ზუსტად იგივე პოზიცია მაქვს, რაც გუშინ მქონდა. როდესაც თქვენი კოლეგები მეკითხებოდნენ, გამოვრიცხავდი თუ არა დივერსიას, ვამბობდი,რომ არაფერს გამოვრიცხავ-მეთქი.

უჩა მამაცაშვილს ამ ბაზრობასთან არანაირი შეხება არ აქვს. სულ სხვა თემაა, რადგან ეს პირადად, მე მეხება. უჩა მამაცაშვილი მე ხანძრის მიზეზებთან არ დამიკავშირებია. ეს, უბრალოდ ვთქვი ჩემს საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არის სხვა შპს და სხვა ტერიტორიაზეა განლაგებული, მე იმის თაობაზე ვთქვი. გამიჯნულად ვსაუბრობდი, როგორც მეპატრონეზე ასევე, ჩემზე. არ ვიცი, ამ ბაზართან მიმართებით აქვს თუ არა რაიმე ინტერესი უჩა მამაცაშვილს. ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ.

მკითხეს არის თუ არა ზეწოლა მეპატრონეზეო, მეპატრონეზე რა სახის ზეწოლაა, ეს მე ისე ვიცი, როგორც სხვებმა. არის მასზე ზეწოლა და ამას თვითონ მოგახსენებთ. ღაჭავა არ უკავშირებს პოლიტიკურ მოტივებს, თუმცა მე გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ", - განაცხადა ქირიამ.

ამასთან, კითხვაზე, რა ტიპის ზეწოლაზე საუბრობდა ლაურა ღაჭავასთან დაკავშირებით და ვინ ახდენდა ამ ზეწოლას,ზვიად ქირია ამბობს, რომ ეს არ იცის და ამის თაობაზე თავად ღაჭავას უნდა ჰკითხონ.

„თავად ამბობს, რომ ზეწოლა არ არისო?! ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამიტომ, თუ ვინ ახდენს ზეწოლას, მას უნდა ჰკითხოთ. დიახ, ჩემი ხედვა ასეთია, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა. როცა ფინანსური პოლიციის რამდენიმე ოფიცერი რამდენიმე მაქანით ღამე მოდის, ლუქავენ საბუთებს, ამოიღებენ კომპიუტერს, ქაღალდის ყველანაირ ნაგლეჯს, ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ზეწოლა", - განაცხადა ქირიამ.

შეგახსენებთ, რომ ლაურა ღაჭავა ჟურნალისტებთან დღეს ზვიად ქირიას განცხადებას გამოეხმაურა.

„ზვიად ქირიამ მოულოდნელად თქვა ისეთი რაღაცები, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი. ზვიად ქირიას კიდევ ცალკე აქვს ბიზნესი, რომლის გამოც თავის პარტნიორებთან აქვს უსიამოვნება. წუხელ აქ ეს არ იყო სათქმელი, როცა ცეცხლი მეკიდა. როცა მოვა, შენიშვნას მივცემ. ასე აურია და ვერაფერი გავიგე. როგორ შეიძლება ასეთი რამ", - განაცხადა ღაჭავამ.

იხილეთ ვიდეო: "ჩაინა ლილო სითის" დირექტორი - დიახ, ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო