"ჩაინა ლილო სითის" ტერიტორიაზე, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის" წარმომადგენლები მივლენ

შპს "ლილო სითის" დირექტორის მოადგილის მაყვალა კავლელაშვილის განცხადებით, "ჩაინა ლილო სითის", სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ქონება დაზღვეული აქვს "ჯი პი აი ჰოლდინგში". მის თქმით, უკვე ესაუბრნენ „ჯი პი აი ჰოლდინგს" და დეტალურად ჩააყენეს საქმის კურსში.

კავლელაშვილის თქმით, დღეს ტერიტორიაზე ელოდებიან კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.

მისივე განმარტებით, როცა სამუშაო დრო მთავრდება, ყველა თიშავს ცალკეულ ხაზს, ყველას თავის გამომრთველი აქვს.

„გარდა ამისა, ქვეკონტრაქტორებს, რომლებსაც " ჩაინა ლილო სითთან" ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, თავისი საქონელი დაზღვეული აქვს.ზარალის დათვლაზე საუბარი ჯერჯერობით ზედმეტია. ჩვენ ტერიტორიაზე არ შევსულვართ. საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია და შესაბამის სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიაზე დღეს უნდა შევიდნენ. ექსპერტებმა უნდა დაათვალიერონ, რა მდგომარეობაა და რა არის ხანძრის გამომწვევი მიზეზი",- განაცხადა კავლელაშვილმა.

ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს