მცირე ჰესებისა და განახლებადი ენერგიის თაობაზე მოსახლეობასთან კომუნიკაციის ახალ სტანდარტზე ეკონომიკის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს

მცირე ჰესებისა და განახლებადი ენერგიის თაობაზე მოსახლეობასთან კომუნიკაციის ახალ სტანდარტზე ეკონომიკის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობაზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

თურნავამ მსგავსი ინციდენტების აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა იქნება სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება ინვესტორს, მოსახლეობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც მათ შორის სამმხრივი კონტრაქტების ფორმით უნდა გამოიხატებოდეს.

„ჩვენ ვაშენებთ მწვანე ევროპული ტიპის ენერგეტიკას, ჩვენ ვახდენთ დაჩქარებულ რეფორმირებას ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის, ჩვენ გვჭირდება მეტი განახლებადი ენერგიის წყარო და იმისთვის, რომ მსგავსი ქეისი აღარ განმეორდეს, გვჭირდება სულ სხვა სტანდარტების სოციალური პასუხისმგებლობა. სწორედ ამას ემსახურება ის ინიციატივა, რაც გავაჟღერეთ და რაც გულისხმობს სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ინვესტორს, მოსახლეობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც მათ შორის სამმხრივი კონტრაქტების ფორმით უნდა გამოიხატებოდეს. თითოეულ მხარეს ეცოდინება, თუ ვინ რას აკეთებს ამ პროცესში და რა პასუხისმგებლობას იღებს. ეს არ უნდა იყოს ინვესტორის პირად ნება-სურვილზე, ინვესტორისთვის სიურპრიზი, რომ დამატებითი ძალისხმევაა გასაღები იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმდეს კონკრეტულ პაკეტზე სოციალური პროექტებისთვის. ეს უნდა იყოს ასევე დოკუმენტი, მამოტივირებელი და მადისციპლინირებელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა ამ კომუნიკაციამ არ მიიღოს მახინჯი ფორმები, როგორც ეს სხვადასხვა ადგილას ზოგჯერ ხდება. არ გადაიზარდოს მოსახლებასა და ინვესტროს შორის ვაჭრობაში და იყოს ყველასთვის ეფექტური. ჩვენ ამ ინიციატივას ვფიქრობთ, საკანონმდებლო დონეზე დავაყენებთ და ერთ-ერთი ეს გაკვეთილია, რომელიც პანკისის ქეისიდან ჩვენ გამოვიტანეთ. გვაქვს ხედვა როგორ აღმოვფხვრათ და არ დავუშვათ მსგავსი შემთხვევები“, - განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა