შემოსავლების სამსახურსა და იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერიო ბარბანტინიმ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება თანამშრომლობის შემდეგ საკითხებს მოიცავს: გადასახადების ადმინისტრირება; გადასახადების თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლა; პერსონალის განვითარება და ტრეინინგი; საერთაშორისო დაბეგვრა; საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება (Transfer Pricing); კონტროლირებული ოპერაციების წინასწარი შეთანხმების პროცედურები (APA); ურთიერთშეთანხმების პროცედურები; ევროკავშირის კანონმდებლობა (acquis). აღნიშნული, საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ საგადასახადო მოლოდინების (tax certainty-ის) გაზრდას და გადასახადის გადამხდელებისთვის სანდო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ვახტანგ ლაშქარაძის თქმით, იტალიასთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის OECD-ს ქვეყანა და მათი გამოცდილების გაზიარება, საქართველოსთვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან თანამშრომლობა როგორიც იტალიაა, როგორც მოგეხსენებათ ის გახლავთ OECD-ის ქვეყანა, ეს არის ძალიან მაღალი დონის საგადასახადო ადმინისტრაცია და საკითხები რომლებიც ამ მემორანდუმში არის გათავალისწინებული მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს არის გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მიმართულებები, ეს არის საერთაშორისო კონტროლირებადი ურთიერთობების ე.წ (APA) ხელშეკრულების მიმართულებები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის საგადასახადო ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების გაზიარება, მომავალში, ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ასეთი ტიპის მემორანდუმები ძალიან წაადგება საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციას“ , - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას, იტალიის მხრიდან, ორმხრივი APA/MAP განყოფილების ხელმძღვანელი საიმონ დი ვაია, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების სპეციალისტი ანდრეა ჯირეტი, ხოლო შემოსავლების სამსახურიდან, სამსახურის უფროსის მოადგილეები კახა ცერცვაძე და მამუკა ტერაშვილი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, აუდიტის, იურიდიული და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები დავების ეფექტური და დროული მოგვარების საერთაშორისო სტანდარტებს გაეცნენ. ამასთან საშუალო რგოლის მენეჯერებმა და სხვა თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მოისმინეს ტრენინგი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ურთიერთშეთანხმების პროცედურებისა (MAP) და საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარ შეთანხმებაზე (APA). მათ შორის საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

„შემოსავლების სამსახურს, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიის საგადასახადო ადმინისტრაცია, ექსპერტულ დახმარებას გაუწევს, ხოლო ფინანსურ და ნაწილობრივ ექსპერტულსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB). ასევე თანამშრომლობის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციას ესტუმრებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა