გიგა ბოკერია გიგა ბუკიას - ბიჭოთი ელაპარაკე შენს თანაფრაქციელებს

ბიჭოთი ელაპარაკე შენს თანაფრაქციელებს. ვინ მოგცათ აქ ბაკქანალიის მოწყობის უფლება?- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრს გიგა ბუკიას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ჰკითხა ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს დეტალურად თუ ადევნებდა და მინისტრს პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ, საკუთარ დროში მოსთხოვა, თუმცა თურნავამ აღნიშნულ კითხვას პასუხი არ გასცა, რასაც ბოკერიას გაღიზიანება მოჰყვა.

გიგა ბოკერიას სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრებმა რამდენჯერე შენიშვნა მისცეს შენიშვნა, რომ კითხვები დაესვა, ხოლო პასუხებს მოგვიანებით მიიღებდა.

გიგა ბოკერიას ერთ-ერთი კითხვა მინისტრის მისამართით იყო - იცნობდა თუ არა ის „რემენას“, რასაც ნათია თურნავამ არ უპასუხა. გიგა ბოკერიას აღნიშნულ კითხვაზე უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ მინისტრი დაკითხვაზე არ არის მისული.

„დაკითხვაზე კი არ არის მოსული, კითხვები დასვით და გიპასუხებთ. უშიშროების საბჭოს მდივანი კი აღარ ხარ“,- მიმართა ბუკიამ ბოკერიას.

„დაკითხვაზე ნამყოფი ვარ, კიდევ ვიქნები და შენ რომ მოხვდები დაკითხვაზე ვნახოთ იქ როგორ გაუძლებ. ახლა, შენობით მოგმართავ, რადგან ბედავ, რომ მაწყვეტინებ. ბიჭოთი ელაპარაკე შენს თანაფრაქციელებს“, - მიმართა ბოკერიამ გიგა ბუკიას.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე