ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი ოპოზიციას - თაღლითობა იყო ის, რომ 2006 წელს „ჭიათურ-მანგანუმი“ გააკოტრეთ

თაღლითობა იყო ის, რომ 2006 წელს „ჭიათურ-მანგანუმი“ გააკოტრეთ და თუ არ ვცდები 125 მილიონად გაყიდეთ, ზესტაფონის ფერო, „ჭიათურ-მანგანუმი“ და „ვარციხე-ჰესი“, - ასე მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის რომან გოცირიძეს ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, რომელმაც გოცირიძის განცხადებებს უპასუხა.

მახათაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ თავის დროზე გააკოტრა „ჭიათურ-მანგანუმი“ და ახალ კომპანიას საერთოდ არ ჩაუდო პირობა ეკოლოგიის თაობაზე.

„ადამიანები, რომლებიც უყურებენ მთელ ამ მიმდინარე მოვლენებს, დღეს აქ გამოდიან და გულზე მჯიღს იცემენ, თითქოს ანაღვლებდათ ამ ადამიანების ბედი ამდენი წლების განმავლობაში. რომან გოცირიძე საუბრობს თაღლითობაზე. მინდა გკითხოთ ბატონებო, როდის შემოიყვანეთ ეს კომპანია, რა ვალდებულებები ჰქონდათ აღებული თავის დროზე და რა ვალდებულებებით მოვიდა დღემდე. თაღლითობა იყო ის, რომ 2006 წელს „ჭიათურ-მანგანუმი“ გააკოტრეთ და თუ არ ვცდები 125 მილიონად გაყიდეთ, ზესტაფონის ფერო, „ჭიათურ-მანგანუმი“ და „ვარციხე-ჰესი“. დღეს საუბრობთ ეკოლოგიაზე, როცა არანაირი ვალდებულება, თქვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ კომპანიისთვის არ ჩაგიდიათ. რაც შეეხება მაღაროელების თემას. სად იყავით მაშინ როდესაც, 2012 წლამდე ხმას ვერ იღებდნენ დაშინებულები, დაშანტაჟებულები და ამ ადამიანებს დღეს მიეცათ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. 2012 წლიდან დღემდე უამრავი გაფიცვა იყო ჭიათურაში და ერთი მათგანი არ მახსოვს, ან ფიზიკური ან სიტყვიერი სოლიდარობა გამოგეცხადებინათ იმ ხალხისთვის“, - განაცხადა სულხან მახათაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ჩართულობით მოხდა პრობლემის გადაწყვეტა და მედიატორის როლს ის თავადაც თამაშობდა კომპანიასა და ხალხს შორის.

„ბოლო დღეების განმავლობაში კომპანიასა და დასაქმებულებს შორის გაგვიჭირდა მოლაპარაკება და გარკვეულ კონსენსუს ვერ მივაღწიეთ და ამიტომ გახდა მთავრობის ჩართულობა საჭირო“, - აღნიშნა სულხან მახათაძემ.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის