გუკა რჩეულიშვილი - შეცდომებზე მე ვიყავი პასუხისმგებელი, მაგრამ თანხების მითვისებას არ ვაღიარებ, არაფერი  ამიღია და ჯიბეში არ ჩამიდია

სასჯელის მისჯამ, არ მგონია ამ სიტუაციას და ჩვენს პრობლემას რამე დადებითი შემატოს, - ამის შეასახებ "ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა.

როგორც მან სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, მისი და მისი ოჯახის წევრების დაკავებით, საქმე წინ არ წასულა.

„ციხიდან რომ გამოვედი, რამდენიმე კომპანიის იმედი გვქონდა, მაგრამ სულ სხვანაირად დამხვდა სიტუაცია, ფაქტობრივად ჰაერში. 2017 წელს "ემ კვადრატთან" შეთანხმებული ვიყავით, მესამე აქტორი სახელმწიფო იყო. 6 გარემოება იყო, 4-ზე "ემ კვადრატი" და სახელმწიფო შეთანხმდნენ, ორი კი ტექნიკურად ვერ სრულდებოდა. 2018 წლის დეკემბერში, "ემ კვადრატი" საბოლოოდ გაემიჯნა.

დედა მომიკვდეს, 2 კვირის განმავლობაში ახალი ინვესტორები მოვიძიეთ. დადებულია 3 ხელშეკრულება, ის ძალაში შევა, როცა მშენებლობის ნებართვები გაიცემა. ამ ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე. მას შემდეგ, რაც მაია დაიჭირეს, არაფერი წინ არ წასულა. გამოსავალი ჩვენი ციხეში ყოფნა არ ყოფილა. სასჯელის მისჯამ, არ მგონია ამ სიტუაციას და ჩვენს პრობლემას რამე დადებითი შემატოს. ჩემი დანაშაულია ის, რომ ვერ გავაკონტროლე ბუღალტრული დოკუმენტაცია და მენეჯმენტის ფუნქციონირება", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

მისივე თქმით, ის თანხების მითვისებას არ აღიარებს.

„ვაღიარებ, რომ შეცდომებზე მე ვიყავი პასუხისმგებელი, მაგრამ მითვისებას არ ვაღიარებ, არაფერი არ წამიღია და ჯიბეში არ ჩამიდია. თუ საპროცესო შეთანხმება არ იქნება, კვალიფიკაცია შეეცვალოს და იმ მუხლით მომესაჯოს, რაც სწორია“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა