ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ აცნობეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მმართველი გუნდის კანდიდატმა მთაწმინდის თითოეულ მცხოვრებს აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ამომრჩევლებს კვირას, 9 ივნისის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ყველა შეხვედრა, რაც საარჩევნო კამპანიის დროს გავმართე, იყო უაღრესად ნაყოფიერი და საინტერესო. მე დეტალურად ვიცი ჩემი მთაწმინდელების საჭიროება და გამარჯვებისთანავე დავიწყებ მუშაობას, რომ არსებული საკითხები მოკლე დროში გადავჭრათ. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მთაწმინდელს, თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს და მარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან ცოტა დარჩა საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა