ლევან გოგიჩაიშვილი ნათია თურნავას - იცით, რატომ დაგნიშნეს მინისტრად? რისთვისაც უნდოდათ ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი უზენაესში

იცით, რატომ დაგნიშნეს ეკონომიკის მინისტრად? რისთვისაც უნდოდათ ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი უზენაესში, რომ თქვენ შექმნათ კომფორტის ზონა ადამიანისთვის, რომელიც პარტიის თავმჯდომარის სტატუსით მართავს ქვეყანას,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ნათია თურნავას უსმენენ.

დეპუტატის თქმით, „საპარტნიორო ფონდთან“ დაკავშირებით მის მიერ დასმულ კითხვაზე მინისტრის პასუხი მისთვის მიუღებელია. როგორც გოგიჩაიშვილი აცხადებს, მმართველი გუნდის თავმჯდომარის საქმე არ არის „საპარტნიორო ფონდი“ როგორ და რა პრინციპით იქნება მოწყობილი.

“საპარტნიორო ფონდთან“ დაკავშირებით მე დაგისვით კითხვა და ძალიან მშვიდად გამეცით პასუხი, რომ პარტიის თავმჯდომარე იყო მისული, რომ რა ხდებოდა გარკვეულიყო. ყველა პარტიის თავმჯდომარეს მიიყვანთ „საპარტნიორო ფონდში“ რომ საქმის კურსში ჩადგეს? მესმის, რომ ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ამაზე რომ პასუხი მოითხოვოს, ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი და თქვენ. ის აქტივობა, რასაც პარტიის თავმჯდომარე ახორციელებს, ეხება პარტიას. მისი საქმე არ არის „საპარტნიორო ფონდი“ როგორ და რა პრინციპით იქნება მოწყობილი. თუ უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად და აიღოს პასუხისმგებლობა. როცა ეკონომიკის მინისტრი ასეთ პასუხს სცემს დეპუტატს, ეს შემაშფოთებელია და საქმე გვაქვს ისეთ მმართველობასთან, რომელიც გასულია კონსტიტუციური და საკანონმდებლო სივრციდან. მე ამას ერთპიროვნულ უმართაობას ვეძახი. იცით რატომ დაგნიშნეს ეკონომიკის მინისტრად? რისთვისაც უნდოდათ ჩინჩალაძე უზენაესში და გვრიტიშვილი უზენაესში, რომ თქვენ შექმნათ კომფორტის ზონა ადამიანისთვის, რომელიც პარტიის თავმჯდომარის სტატუსით მართავს ქვეყანას“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა