ანონსი 8 ივნისი

8 ივნისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართება, რომელზეც განხილული იქნება პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პილოტირების შედეგები.

ღონისძიებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი დაესწრებიან.

მის: თავისუფლების მოედანი N4.

8 ივნისს, 10:00 საათზე, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ორგანიზებით, გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „რეპროდუქციული ჯანმთელობა”.

კონფერენციაზე მომხსენებლებად მოწვეული არიან ევროპის წამყვანი სპეციალისტები ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და რუსეთიდან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ ექიმებს.

მის: რესპუბლიკის მოედანი, „რესპუბლიკა“

საკონტაქტო: მედეა ჟვანია 555 76 23 45

8 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მულტი და ინტერდისციპლინურ, სასწავლო-სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის - „პოლიტიკა სამსჯავროზე“ პირველი სეზონის ფინალური სამსჯავრო პროცესი და გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება გაიმართება.

მის: ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, გიორგი ნიკოლაძის დარბაზი, მერაბ კოსტავას 77, მე-3 სართ.

8 ივნისს, 15:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, ელენე ხოშტარიასა და ნინო გოგუაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამება საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

8 ივნისს, 15.00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“ კომპანია „ავიატორ-პლიუსის“ დირექტორის მოადგილე გიორგი მოლოდინაშვილი გამართავს პრესკონფერენციას.

თემა: ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფა.

საკონტაქტო ტელ: თინა კავაძე 595 51 00 07

8 ივნისს, 16:00 საათზე, მომღერალი ზურაბ ჯავახია და „მარტივი გამოსავალი“ კონცერტს გამართავენ - „ყველა ხმას მნიშვნელობა აქვს - წადი არჩევნებზე!“

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

მის.: სულხან-საბას ბაღი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა