ტურიზმის ადმინისტრაციამ Bloomberg-ზე საქართველოს საიმიჯო კამპანია დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიასაშუალება Bloomberg-ზე სატელევიზიო და ციფრული მარკეტინგული კამპანია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, Bloomberg-ის პორტალზე საქართველოს შესახებ სპეციალური გვერდი შეიქმნა, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლი, სტატია და ფოტოგალერია არის განთავსებული. Bloomberg-ის საიტზე საქართველოს შესახებ ელექტრონული ბანერები განთავსთა, ხოლო ტელეკომპანიის ეთერით ვიდეორგოლი გადაიცემა. საქართველოს შესახებ Bloomberg-ზე კამპანია 7 ივნისს დაიწყო და 7 ივლისს დასრულდება.

სარეკლამო კამპანია Bloomberg-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

„სამხრეთ კავკასიის მთებში მდებარე მშვენიერი ქვეყანა საქართველო, ულამაზესი დედაქალაქით, საოცარი არქიტექტურით, მშვენიერი კერძებით, უნიკალური კულტურის ნაზავით, ისტორიით და რა თქმა უნდა კარგი ღვინო. ეს არის ქვეყანა, სადაც დასავლეთ აზია აღმოსავლეთ ერთმანეთს ხვდება“, - ნათქვამია ვიდეორგოლში.

Bloomberg-ის ფოკუსში საქართველოს ტურისტული ადგილები, სამთო კურორტები, კულტურული ძეგლები, სუხიშვილების ცეკვა, ქართული ღვინო და კერძები მოხვდა.

ტელეკომპანია Bloomberg-ს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 433 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა