რომან კაკულია - მე ვეძებ იმ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე არსებობა შეუძლია

მე ვეძებ იმ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე არსებობა შეუძლია,-ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

რომან კაკულიას მტკიცებით, პოლიტიკიდან წასვლა თავად ბიძინა ივანიშვილსაც სურს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ის მოცემულობა, რა შემთხვევაშიც მას პოლიტიკიდან წასვლა შეეძლება.

„ის, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშიც შედის. არ არსებობს, რომ არ შედიოდეს. ამ ადამიანს პოლიტიკიდან წასვლა უნდა, აქედან გასვლა უნდა მას - ორჯერ სცადა. ვერ შესრულდა, ის მოცემულობა ვერ დაიდო, რომლის შემთხვეაშიც მას წასვლა შეეძლება. ეს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უზრუნველყოს“,-აცხადებს რომან კაკულია.

რომან კაკულიამ დღეს საზოგადოების გააქტიურების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა , რომ ხალხმა თავის თავზე უფრო მეტი უნდა აიღოს.

„საზოგადოება უფრო სენსიტიური უნდა გახდეს იმ პრობლემების მიმართ, რომელიც არ მოსწონს. როგორ გამოხატოს? როგორ და მოვიდეს პარლამენტთან. საზოგადოება თუ არ გააქტიურდა, სხვანაირად მარტო არჩევნებს ნუ ველოდებით. თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონთ, მოვიდნენ. მე ახლა მილიონ ადამიანს კი არ ველოდები. მოდით, თქვით და წავალ სახლში. მერე სხვა მოვა და იმას უკვე ყოველ შემთხვევაში, სხვანაირად ეცოდინება, როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლობა“,-აცხადებს რომან კაკულია.

მისივე განმარტებით, როდესაც ის ამბობს, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზე, ამით პასუხისმგებლობას არ გაურბის.

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან
Jeep-ის ცენტრში დიდი ფასდაკლების აქცია დაიწყო